შპს „მნმ-მულტიკომი“ დაარსდა 1998 წელს და უმოკლეს ვადაში დაიმკვიდრა ადგილი საკომუნიკაციო სფეროში მოღვაწე წამყვან კომპანიებს შორის. ბაზარზე გამოჩენისთანავე კომპანიამ ფოკუსირება მოახდინა თანამედროვე და უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე. სწორედ ამ ტექნოლოგიებმა განაპირობა კომპანიის სწრაფი წარმატებული პროგრესი და მან სულ მცირე ხანში დაიმკვიდრა საიმედო საქმიანი პარტნიორის სახელი. დღესდღეობით მნმ-მულტიკომი თანამშრომლობს ისეთ წამყვან კომპანიებთან როგორიცაა Eutelsat, Skylogic, Vertex Standard, Motorola, Inform Electronics, Codan, Q-MAC და სხვა. ამ კომპანიებთან თანამშრომლობით, მნმ-მულტიკომმა განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი.
მნმ-მულტიკომს მჭიდრო ურთიერთობა აქვს სასომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა წამყვან კომპანიებთან, ახლო მომავალში ასევე იგეგმება თანამშრომლობა აზიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებთან. უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საიმედო სერვისი და ხელმისაწვდომი ფასები ეს არის სწორედ ის ბრენდი რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. აღნიშნული სერვისის სახეები ფართოდ გამოიყენება BP, OSCE, UN და ბევრი სხვა კომპანიის მიერ. მნმ-მულტიკომს აქვს მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები კომუნიკაციების განვითარების სფეროში.
ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებზე დაყრდნობით საფრანგეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და სხვა, გარანტიას ვიძლევით რომ ნებისმიერი პროექტი შესრულებული იქნება უმოკლეს დროში და ამასთან უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ საიტზე მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია თქვენთვის და თქვენი კომპანიისათვის, რათა თქვენი საქმიანობა უზრუნველყოფილი იქნას მაღალი დონის თანამედროვე საკომუნიკაციო სერვისით. გმადლობთ ჩვენი საიტის მონახულებისათვის.
|